ნაკლები კალორია - კარტოფილის ბურთულები ყველის შიგთავსით ზეთში შეწვის გარეშე
ინგრედიენტები:
კარტოფილი - 500 გ
კვერცხი - 2 ც (საშუალო ზომის)
მწვანე ხახვი - გემოვნებით
ყველი - 80-90 გ
საფანელი - 50 გ
სუნელები და მარილი - გემოვნებით
მომზადების წესები:
მოხარშულ კარტოფილს დაუმატეთ 1 კვერცხი, მწვანე ხახვი, მარილი და სასურველი სანელებლები გემოვნებით. კარგად დაწყლიტეთ (როგორც პიურეს აკეთებთ).
საფანელს შეურიეთ ნივრის ფხვნილი და პაპრიკა.
1 კვერცხი ათქვიფეთ შავ პილპილთან ერთად.
ყველი დაჭერით პატარა კუბებად.
გააკეთეთ პიურესგან ბურთულები (ხელზე რომ არ მოგეწებოთ, ხელები ცივი წყლით დაისველეთ). შუაში ყველი ჩაუდეთ. ბურთულები ჯერ კვერცხში ამოავლეთ, შემდეგ - საფანელში და გამოსაცხობ ქაღალდზე გადაიტანეთ.
გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 15 წუთით.
gemrielia.ge