30 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:
ვერძი
სამსახურში ყველა ამოცანას წარმატებით შეასრულებთ. ფინანსურად თქვენი მდგომარეობა დასტაბილურდება და საინტერესო შესაძლებლობებს მიიღებთ. ინვესტიციის ჩასადებად შესაფერისი დროა. ოჯახის წევრების მხარდაჭერა ძალიან გაგახარებთ. რომანტიკულ ურთიერთობაში ყველაფერი კარგად განვითარდება.
კურო
სამსახურში მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ეცადოთ ყველა პრობლემის მოგვარებას. ხანმოკლე მოგზაურობისას საინტერესო ადამიანს გაიცნობთ. სოციალურ ფრონტზე თქვენი ავტორიტეტი გაიზრდება. ახალი რომანი თქვენს ცხოვრებას შეცვლის.
ტყუპები
საღამოს წვეულებაზე სასიამოვნო დროს გაატარებთ. ოჯახის წევრის მხარდაჭერით ფინანსურ პრობლემას მოაგვარებთ. რეგულარული ვარჯიშის დახმარებით სასურველ ფორმას შეინარჩუნებთ. ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ და თავს კვლავ ენერგიულად იგრძნობთ.
კირჩხიბი
ოჯახში არსებული დაძაბულობა, მარტივად მოგვარდება. ფინანსური კუთხით ყველაფერი კარგად განვითარდება. თუ ახალ სამსახურს ეძებთ საინტერესო წინადადებას მიიღებთ. თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. საყვარელ ადამიანთან სასიამოვნო დროს გაატარებთ.
ლომი
პროფესიულ და პირად ფრონტზე ყველაფერი თქვენი გეგმით დასრულდება. ქონებრივი დავა თქვენი გამარჯვებით დასრულდება. ჯანმრთელობის მცირე პრობლემები თავს შეგახსენებთ. საპირისპირო სქესის წარმომადგენლის ყურადღება ძალიან გაგახარებთ.
ქალწული
სანამ ახალ იდეას დაიწყებთ, კარგად დაფიქრდით ხართ თუ არა მზად. მემკვიდრეობით შესაძლოა ქონება მიიღოთ. აკადემიურ სფეროში თქვენი წარმატების შანსი გაიზრდება. თქვენი ხარჯები საგრძნობლად გაიზრდება, რაც ფინანსური კრიზისის წინაშე დაგაყენებთ. საყვარელ ადამიანს უფრო მეტი დრო დაუთმეთ.
სასწორი
პროფესიულ სფეროში ძალიან კარგი შესაძლებლობა გექნებათ. საქმიანი მოგზაურობა სასურველ შედეგს მოგიტანთ. აკადემიური კუთხით დიდ წარმატებას მიაღწევთ. ოჯახის წევრების დახმარებით ყველა კარები გაგეხსნებათ. შეყვარებული რომანტიკულ საჩუქარს გაჩუქებთ.
მორიელი
მოგზაურობა დადებითი ემოციით აგავსებთ. ქონებრივი დავა თქვენი გამარჯვებით დასრულდება. ოჯახის წევრებთან მცირე უთანხმოება თქვენს განწყობაზე უარყოფითად აისახება. წარმატების მისაღწევად ბევრი შრომა მოგიწევთ.
მშვილდოსანი
სამსახურში ძალიან კარგ შემოთავაზებას მიიღებთ. დიეტა და ვარჯიში სასურველი ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. არ შეწყვიტოთ წინსვლა და ყოველთვის გადადგით ნაბიჯი წინ. ოჯახის წევრების გამუდმებული ყურადღება და ზრუნვა შესაძლოა გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს.
თხის რქა
მოგზაურობა სახალისო იქნება. ქონებრივი დავა მშვიდობიანი გზით მოგვარდება. ინვესტიცია არც ისე წარმატებული აღმოჩნდება, რაც თქვენს ფინანსებზე უარყოფით გავლენას მოახდენს. ხანგრძლივი ურთიერთობა შესაძლოა დაასრულოთ.
მერწყული
საქმიანი გადაწყვეტილების მიღებისას კარგად დაფიქრდით. მოგზაურობის გეგმები შესაძლოა პირადი მიზეზების გამო შეცვალოთ. ვარჯიში და ჯანსაღი კვება თქვენს ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. იღბალი თქვენს მხარესაა და შესაძლოა ახალი სიყვარული იპოვოთ.
თევზები
ახალი გარიგების დასადებად არც ისე შესაფერისი დროა. სოციალურ ფრონტზე თქვენი პოპულარობა გაიზრდება. მეგობრებთან ერთად მოგზაურობა ზღაპრულ თავგადასავლებს მოგიტანთ. სამსახურში მცირე ცვლილებებია მოსალოდნელი. საყვარელ ადამიანთან გატარებული ყოველი წამი ბედნიერებით აგავსებთ.