საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა 69 ათასით გაიზარდა
"საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2022 წლის II კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა 68.8 ათასით (5.7%-ით), აქედან დაქირავებულთა რიცხოვნობა 50.2 ათასი კაცით (6.1%-ით) გაიზარდა. ამავე პერიოდში, უმუშევართა რიცხოვნობა 8.1 ათასით (2.8%-ით) შემცირდა. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
"საქსტატის" თანახმად, ამჟამად ქვეყანაში დასაქმებულად 1.27 მილიონი ადამიანი ითვლება, მათგან თვითდასაქმებულია 401 ათასი ადამიანი, დაქირავებით დასაქმებული კი 868 ათასია.
ოფიციალურად, უმუშევართა რიცხვი 282 ათას ადამიანს შეადგენს და ეს სამუშაო ძალის 18.1%-ია.