ლარი მკვეთრად გაუფასურდა - ეროვნული ვალუტის კურსი ცნობილია
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9045 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8607 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0438 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9126 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8584 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0542 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.