თეგებით ძიება
01. 09. 2022 News-ები

ქონების მიტაცების მცდელობა თბილისში - რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეები ნაქირავები ბინიდან არ გამოდიან

ისანში, რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეები ნაქირავები ბინიდან გამოსვლაზე უარს ამბობენ. დამქირავებლები მფლობელს არც კუთვნილ ფულს უხდიან.

როგორც "ტვ პირველი" წერს, ირკვევა, რომ ქირით ბინაში შესახლებულებმა მფლობელის პირადი ნომერი თაღლითური გზით მიოპოვეს და ბინაში ისე დარეგისტრირდნენ, რომ მფლობელს ამის უფლბა არ მიუცია.

საქართველოს მოქალაქე, რომელმაც ბინა გააქირავა ახლა სასამართლოს გზით ცდილობს დაიბრუნოს კუთვნილი უძრავი ქონება, საიდანაც შესახლებულები არ გამოდიან.

როგორც პოლიცია ამბობს, მსგავსი შემთხვევები ბოლო დროს ბევრია.

ბინის მეპატრონე ამბობს, რომ ბელორუსმა და რუსმა მოქალაქემ მაისში იქირავეს სახლი, ორი თვის შემდეგ კი პრობლემები დაიწყო, როდესაც მდგმურები არც გადასახადს იხდიდნენ და არც ქირას.

"ჩვენ ეს ბინა მივაქირავეთ ბელორუსის მოქალაქეს და რუსეთის მოქალაქეს. ეს ნარატივი ააწყვეს მათ, რომ რეჟიმს გამოექნენ რუსეთიდან. მოტყუებით გამომართვა მამაჩემის პირადობის მოწმობა, ამითი მან ამოიღო საკადასტრო კოდი, წავიდა ამ კოდით იუსტიციის სახლში, წაიყვანა ორი მოწმე და ამ ორი მოწმის ჩვენებით, მალულად ჩაეწერნენ ჩვენს ბინაშ. მსგავსი მეთოდებით იტაცებენ ქართველების საკუთრებებს“, - ამბობს ბინის მეპატრონე.

რუსი და ბელარუსი მოქალაქეები ტელევიზიასთან კომენტარს არ აკეთებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა