20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:
ვერძი
ოჯახური პრობლემები თქვენ ემოციურ ფონზე გავლენას იქონიებს. მოგზაურობა იმაზე საინტერესო და სახალისო აღმოჩნდება, ვიდრე გეგონათ. კოლეგები თქვენი განწყობის ამაღლებაზე იზრუნებენ. მეორე ნახევრის გულგრილობა თქვენ გაღიზიანებას გამოიწვევს.
კურო
ნათესავებთან ან მეგობრებთან ვიზიტი სასიამოვნოდ ჩაივლის და კარგ დროს გაატარებთ. ინვესტიცია დამატებითი შემოსავლის წყაროდ იქცევა. კარიერული კუთხით სწორი მიმართულება გაქვთ არჩეული. ურთიერთობაში ახალი საფეხურისთვის ჯერ მზად არ ხართ.
ტყუპები
ფინანსურად სტაბილურ მდგომარეობას შეინარჩუნებთ. მოტივაციის ასამაღლებლად დაკავდით ფიტნესით. საქმიანი მოგზაურობა სასურველ შედეგს მოგიტანთ. აკადემიურ სფეროში წარმატებას მიაღწევთ. საყვარელი ადამიანი, ქორწინების წინადადებას შემოგთავაზებთ.
კირჩხიბი
პროფესიულ საქმიანობაში თქვენი შეტანილი წვლილი პროექტის წარმატების წინაპირობა გახდება. ქონებრივი საკითხი მშვიდობიანი გზით გადაწყდება. საბედნიეროთ ყველა რთული პრობლემიდან მარტივ გამოსავალს ნახავთ. რომანტიკული კუთხით სწორ ნაბიჯებს გადადგამთ.
ლომი
ოჯახთან ერთად მოგზაურობა სახალისო თავგადასავალს მოგიტანთ. ჯანსაღი კვება თქვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესების წინაპირობაა. კოლეგების დახმარებით სამუშაოს მიმართ თქვენი ინტერესი და ჩართულობა გაიზრდება. ადამიანებზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენთ.
ქალწული
ქონების საკითხზე დავა თქვენ სასარგებლოდ გადაწყდება. ფორმის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია დაკავდეთ ფიზიკური აქტივობით. სამსახურში დატვირთული დღე გექნებათ. პლანეტების განლაგება სასიყვარულო ურთიერთობებში წარმატებას მოგიტანთ.
სასწორი
ოჯახში საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგელობის აღება მოგიწევთ, რაც თქვენ განწყობაზე იმოქმედებს. მემკვიდრეობით დიდ ქონებას მიიღებთ. სწორი მკურნალობით ჯანმრთელობის პრობლემებს მოაგვარებთ. ვარსკვლავები ახალ სიყვარულს შეგახვედრებენ.
მორიელი
კარიერული კუთხით განვითარდებით და საინტერესო შეთავაზებებს მიიღებთ. ფორმის შესანარჩუნებლად ბევრი ვარჯიში მოგიწევთ. მნიშვნელოვანია აკონტროლოთ ემოცია და გადადგათ სწორი ნაბიჯები. ოჯახში არსებული უთანხმოება საბედნიეროთ დასრულდება. საღამოსთვის დაგეგმილი ვახშამი სასიამოვნოდ ჩაივლის.
მშვილდოსანი
საქმიანი მოგზაურობა სასურველ შედეგს არ მოგიტანთ. ახალი ჰობი გაგახალისებთ და განტვირთვაში დაგეხმარებათ. სამსახურში ყველაფერი ისე არ წავა, როგორც გეგმავდით. ფინანსური კრიზისი დიდ პრობლემებს შეგიქმნით. საყვარელი ადამიანი მუდამ მხარს დაგიჭერთ.
თხის რქა
საკუთრებასთან დაკავშირებით გამორიცხული არ არის პრობლემები შეგექმნათ. საკუთარ სურვილებზე არ თქვათ უარი და განაგრძეთ წინსვლა. შემოსავალი მოულოდნელი წყაროებით გაიზრდება. თუ მარტოხელა ხართ აუცილებლად შეხვდებით მეორე ნახევარს.
მერწყული
წარმატების მისაღწევად საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენეთ. ვარჯიში კარგ ფორმას შეგინარჩუნებთ. ეცადეთ ფინანსური კუთხით ხარჯი შეამციროთ. ახალი რომანი არც ისე ხანგრძლივი აღმოჩნდება, როგორც ეს გეგონათ.
თევზები
იყავით მშვიდი და კონცენტრირდით თქვენი უნარების გაუმჯობესებაზე. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას არ იყოყმანოთ. მოგზაურობა სახალისო თავგადასავალს მოგიტანთ. თქვენი შემოსავალი საგრძნობლად გაიზრდება.