აფგან მუხთარლი პროკურატურაში მივიდა
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი პროკურატურაში მივიდა. იგი საკუთარი გატაცების შესახებ არსებული საქმის მასალებს გაეცნობა.
მუხთრალი შენობაში ადვოკატთან ერთად იმყოფება.
მანამდე მუხთარალმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოითხოვს ჩვენება მისცენ ბიძინა ივანიშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ხვალ წერილობით მიმართავს საქართველოს პარლამენტს და პრემიერ-მინისტრს, შს მინისტრის ვახტანგ გომალაურის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით.