პირველი ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:
ვერძი
ფიტნესი დაგეხმარებათ სასურველი ფორმა შეინარჩუნოთ. კარგი იქნება თუ ოჯახთან ერთად სამოგზაუროდ წახვალთ. სამსახურში დატვირთული გრაფიკის მიუხედავათ შეძლებთ მეგობრებისთვის დროის გამონახვას. ვარსკვლავები თქვენთვის ანათებენ და ახალი რომანისთვის მზად იყავით.
კურო
დღეს იღბლიანი დღე გექნებათ. სამსახურში თქვენი იდეები უფროსების მოწონებას დაიმსახურებს. დეპრესიული ფიქრებისგან მალე გათავისუფლდებით. სახლში სასიამოვნო დროს გაატარებთ და დაფიქრდით მომავალზე. საღამოს შეყვარებული თქვენი განწყობის ამაღლებაზე იზრუნებს.
ტყუპები
სამსახურში თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენოთ. ფინანსური კუთხით ცვლილებების დროა. ჯანმრთელობის მცირე პრობლემა შეიძლება შეგექმნათ. ახალ გაცნობილ ადამიანთან საინტერესო ურთიერთობას დაიწყებთ.
კირჩხიბი
დღეს ყველაფრის გაკეთებას შეძლებთ ამიტომ განვითარებისკენ გადადგით ნაბიჯები. ქალაქგარეთ მოგზაურობა კარგ განწყობას შეგიქმნით. თუ ქონების შეძენას გეგმავთ, ახლა შესაფერისი დროა. გამორიცხული არ არის ახალი სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყოთ.
ლომი
ფინანსურად დამაკმაყოფილებელ მდგომარეობას შეინარჩუნებთ. ოჯახის წევრის რჩევა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. ვარჯიში და ფიზიკური დატვირთვა კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის. რომანტიკულ ურთიერთობა არც ისე ხანგრძლივი აღმოჩნდება.
ქალწული
დაგეგმილი მოგზაურობა შესაძლოა გადაიდოს. თქვენი საქმიანობა ბედნიერებით აგავსებთ. ახალი იდეა თქვენ ბიზნესი წარმატებას მოუტანს. საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობა აიღეთ და ყველას დაანახეთ თქვენი შესაძლებლობები. საყვარელ ადამიანი რომანტიკული საჩუქრით გააბედნიერებთ.
სასწორი
ფინანსური თვალსაზრისით ყველა პრობლემას მოაგვარებთ. მეგობრები თქვენ ყველა გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ. სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერი უნდა გააკეთოთ. მოგზაურობა საინტერესო აღმოჩნდება და დადებითი ემოციით აივსებით.
მორიელი
აქტიური ცხოვრება თქვენ ჯანმრთელობაზე დადებითად იმოქმედებს. მნიშვნელოვანი კონტაქტები დახმარებით წარმატებას მიაღწევთ. მოგზაურობის დასაწყებად კარგი პერიოდია და აირჩიეთ სასურველი ადგილი. თქვენი რომანტიკული ურთიერთობა საინტერესოდ განვითარდება.
მშვილდოსანი
თქვენი ჯანმრთელობა გაუმჯობესდება. აკადემიურ საქმიანობაში წარმატებას მიაღწევთ. ახალი გარიგების დადებამდე კარგად გაეცანით ყველა დეტალს. ეცადეთ აკონტროლოთ შეიაგანი ემოციები და ყველაფერზე არ გაღიზიანდეთ. საყვარელ ადამიანს თქვენი სიყვარული დაანახეთ.
თხის რქა
ჯანმრთელობის კუთხით კარგ სიახლეებს შეიტყობთ. ოჯახთან ერთად შესანიშნავ დროს გაატარებთ. პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას მიაღწევთ და თქვენი ავტორიტეტი გაიზრდება. შეყვარებულთან ერთად სასიამოვნო ვახშამს მოაწყობთ.
მერწყული
სამსახურში ხელმძღვანელობისგან მნიშვნელოვან დავალებას მიიღებთ. ახალი შემოსავლის მიღების შესანიშნავი გზები გამოჩნდება და თქვენი მდგომარეობა დასტაბილურდება. ქონებრივი დავა თქვენ სასარგებლოდ გადაწყდება. დროა დაფიქრდეთ მომავალზე და დასახოთ გეგმები.
თევზები
ახალი გადაწყვეტილების მიღებისას კარგად დაფიქრდით და გაითვალისწინეთ მეგობრების რჩევა. ფინანსურად წარმატებული დღეა და მნიშვნელოვანია სწორი ნაბიჯები გადადგათ. მთელი დღის განმავლობაში პოზიტიურ განწყობას შეინარჩუნებთ.