თეგებით ძიება

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებთ ოქტომბრის თვეში სიყვარულში?

29 სექტემბერს სიყვარულის მმართველი პლანეტა ვენერა სასწორის ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა. ასტროლოგების პროგნოზით ვენერა ამ ნიშანში 23 ოქტომბრამდე გაჩერდება, ეს დრო კი სასიყვარულო და საქმიან ურთიერთობებში ჰარმონიულ შედეგებს მოიტანს.

ასტროლოგი ხათუნა ნოელი წერს, რომ ამ პერიოდში წამოწყებული სასიყვარულო ურთიერთობა დიდი ალბათობით მომავალში ქორწინებით დაგვირგვინდება. საქმიანი კავშირები კი ხანგრძლივი და საიმედო აღმოჩნდება.

„გუშინ ვენერამ თავის სამფლობელო - სასწორის ნიშანში გადავიდა, რითაც აშკარად გაახარა არამხოლოდ სასწორები და კუროები, არამედ ჰაერის ნიშნის დანარჩენ წარმომადგენელ ტყუპებიცა და მერწყულებიც.

ცუდი დრო არც მშვილდოსნებს და ლომებს უდგათ, ხოლო დაჩაგრულად თავს ალბათ კირჩხიბები, ვერძები და თხის რქები იგრძნობენ. დანარჩენებისთვის კი იმ საკითხებში რასაც ვენერა განაგებს - ნეიტრალური პერიოდში იქნება.

ეს კი უპირველეს ყოვლისა სიყვარული და შემდგომ ფინანსებია; ეს საქმეები ძალდაუტანებლად დაიწყებს გაუმჯობესებას, ჰარმონიული და გაწონასწორებული გახდება.

ვენერა ადამიანებში გააღვიძებს უკეთეს მანერებს, პოეტურობას, არტისტიზმს, იმ დადებით თვისებებს, რაც ჩვენ საზოგადოებაში უკეთესი იმიჯის მოსაპოვებლად გვესაჭიროება. კარგი პერიოდია პრეზენტაციებისათვის, გამოფენებისათვის, შოუებისა და დეფილეებისათვის ზოგადად კი ხელოვნებისა და ხელოვანებისათვის. ყველაფერი რაც ამ საკითხებთანაა დაკავშირებული გაყიდვადია და მაღალშემოსავლიანი.

ლამაზი ნივთების ფლობის წადილი, რომანტიკულობასთან ერთად წინ წამოიწევს და გამოიწვევს სურვილს ვუყვარდეთ და გვიყვარდეს. ამ პერიოდში წამოწყებული სატრფიალო ურთიერთობა დიდი ალბათობით მომავალში ქორწინებით დაგვირგვინდება. საქმიანი კავშირები კი ხანგრძლივი და საიმედო აღმოჩნდება.

ფინანსურადაც ეს ტრანზიტი მეტად კეთილსაიმედოა. არსებული შემოსავლების ზრდა, ან ახალი წყაროების გამოჩენა ამ სფეროსაც გაგიუმჯობესებთ და თუ სექტემბერში თითოეული კაპიკის ზუსტი ბიუჯეტური გათვლები გჭირდებოდათ, ახლა გაცილებით თავისუფლად დახარჯავთ თანხებს საკუთარი თავისათვის თუ ახლობლებისათვის მეტი სიამოვნების მისანიჭებლად, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ნატალურ რუკაში დაზიანებული ვენარას მფლობელებს ამ პერიოდში მფლანგველობისკენ მიდრეკილება, ზედმეტი თვითდაჯერებულობა და ამბიციები გაუჩნდეთ, ან პირიქით - ზედმეტ პასიურობაში გადავარდნენ და თავიანთი უკიდურესობებით პირად ურთიერთობებს ზიანი მიაყენონ.

მიუხედავად ამისა, კონფლიქტების ალბათობა უკიდურესად მცირე იქნება. რადგან ვენერა სასწორში კომპრომისების გზას ადვილად პოულობს. ეს ის პერიოდია, როდესაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უფრო იოლად აღწევს თავის მიზანს. გაბუტულ შეყვარებულთან შერიგებაც ახლა უფრო მარტივია. ყველას გისურვებთ ლამაზ და ფერადოვან შთაბეჭდილებებს ვენერას სასწორის ტრანზიტის დროს. სასწორში ვენერას ტრანზიტი 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება", - წერს ასტროლოგი.

წყარო: "დაიჯესტი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა