2 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
უძრავ ქონებაში ინვესტიცია სასურველ შედეგს მოგიტანთ. პროფესიულ ფრონტზე მნიშვნელოვან დავალებას მიიღებთ. თქვენ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციეთ. შეყვარებულის გასამხიარულებლად ყველაფერი უნდა გააკეთოთ.
კურო
ცხოვრების წესის შეცვლა თქვენ ჯანმრთელობაზე სასიკეთოდ აისახება. ქონების შესაძენად კარგი დროა და საინტერესო წინადადებას მიიღებთ. პროფესიულ საქმიანობაში დიდ გამოცდილებას მიიღებთ და განვითარებას დაიწყებთ. შეყვარებული ორიგინალურ საჩუქარს გაჩუქებთ.
ტყუპები
შესაძლოა ძალიან დატვირთული დღე გქონდეთ და ოჯახის წევრებს სათანადო დრო ვერ დაუთმოთ. ჯანმრთელობის პრობლემები თავს შეგახსენებთ. მოგზაურობა თავბრუდამხვევ თავგადასავლებს მოგიტანთ. რომანტიკულ ურთიერთობაში ახალ ეტაპზე გადახვალთ.
კირჩხიბი
ფინანსურად სტაბილურ მდგომარეობას შეინარჩუნებთ. მეგობარს თქვენი დახმარება დასჭირდება და უარი არ უთხრათ. იოგა და მედიტაცია სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში დაგეხმარებათ. საღამოს სასიამოვნო წვეულებაზე აღმოჩნდებით. ახალი რომანი სერიოზულ სახეს მიიღებს.
ლომი
თუ ახალ სამსახურს ეძებთ საინტერესო წინადადებას მიიღებთ. ოჯახის წევრები მუდამ მხარს დაგიჭერენ და თქვენი მიღწევებით იამაყებენ. ინვესტიცია, რომელიც განახორციელეთ სასურველ შედეგს არ მოგიტანთ. ეცადეთ არ აყვეთ საკუთარ შიშებს და შეინარჩუნოთ მომავლის იმედი.
ქალწული
ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად ახალი შემოსავლის ძიება მოგიწევთ. სამსახურში დაკისრებული მოვალეობები დიდ დროსა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება თქვენ განწყობაზე უარყოფითად აისახება. კარგი იქნება თუ დასასვენებლად წახვალთ და ენერგიას აღიდგენთ.
სასწორი
სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება სასურველი ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. აკადემიურ სფეროში არჩეულ გეგმას მიყევით და არ შეცვალოთ. კარგი იქნება თუ თქვენ შესაძლებლობებს ბოლომდე გამოიყენებთ. ხანგრძლივი მოგზაურობა ძალიან დამღლელი აღმოჩნდება. ჯანმრთელობის პრობლემებს სათანადო ყურადღება დაუთმეთ.
მორიელი
სამსახურში კონკურენცია გაიზრდება, ასე რომ მზად იყავით ცვლილებებისთვის. ოჯახის წევრი თქვენი დახმარებით წარმატებას მიაღწევს. ჯანმრთელობის მცირე პრობლემები შეგექმნებათ. ახალი შემოსავალი თქვენ მდგომარეობას დაასტაბილურებს. რომანტიკული კუთხით დროა ნაბიჯი წინ გადადგათ.
მშვილდოსანი
ყოველთვის დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრება და უკან არ დაიხიოთ. ოჯახის წევრებთან ერთად სასიამოვნო საღამოს გაატარებთ. სამსახურში მაქსიმალური პასუხისმგებლობით და ყურადრებით მიუდექით ყველა საკითხს. უცხო ადამიანი თქვენით ძალიან დაინტერესდება.
თხის რქა
ჯანმრთელობის პრობლემებს მეტი სერიოზულობით მოეკიდეთ და მიდით ქიმთან. ქონებრივი დავა თქვენი გამარჯვებით დასრულდება. ოჯახის წევრების გამო დღევანდელი გეგმების შეცვლა მოგიწევთ. თავს მარტოსულად იგრძნობთ და შესაძლოა დეპრესია დაგეწყოთ.
მერწყული
სამსახურში აღიარეთ თქვენი შეცდომები და არ დამალოთ. ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ სასიამოვნო დროს გაატარებთ. ფინანსური კრიზისი თქვენ განწყობაზე აისახება. სოციალურ ფრონტზე საკუთარი სტატუსის ამაღლებაზე მოგიწევთ ფიქრი. საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ ვახშამს მოაწყობთ.
თევზები
მოგზაურობა საოცარი თავგადასავლებით და ემოციებით სავსე აღმოჩნდება. თუ თავს ცუდად იგრძნობთ უმჯობესია დაისვენოთ. არ დახარჯოთ ფული უაზრო ნივთების შეძენაზე და ეცადეთ შეამციროთ ხარჯები. ადამიანი, რომელსაც მეგობრად თვლით საკუთარ გრძნობებში გამოგიტყდებათ.