თეგებით ძიება
17. 10. 2022 News-ები

თუკი ვინმეს პასუხისმგებლობა უნდა იყოს, ვერავინ ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა - მამუკა მდინარაძე ვაკის პარკში მომხდარზე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუკი ვინმეს პასუხისმგებლობა უნდა იყოს, ვერავინ ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

„პირველ რიგში, გულწრფელი სამძიმარი მშობლებს, რომლებმაც გაზარდეს გმირი, რომელმაც თავისი მეგობრებისთვის თავი გაწირა. ჩვენი რადიკალი ოპონენტები, რომლებიც ტრაგედიით მოსარგებლეები გახდნენ და სამწუხაროდ ეს პირველად არ ხდება, მიჩვეულები იყვნენ თავისი მმართველობის დროს მეორე ან მესამე დღესვე გამოუძიებელი შედეგების დადებას. ეს არ არის ასეთი მარტივი ამბავი, რომ ექსპერტიზების, დაკითხვების და საგამოძიებო მოქმედებების გარეშე შეიძლებოდეს მეორე და მესამე დღეს დასკვნების გამოტანა. დარწმუნებული ვარ, გამომძიებლები მაქსიმალურად მოკლე ვადაში შეეცდებიან, კონკრეტული შედეგი დადონ ამ საქმეზე. სხვა მეტს მე ვერაფერს გეტყვით ამასთან დაკავშირებით. არის უდიდესი ტრაგედია და დარწმუნებული ვარ ეს გათავისებული აქვს ყველას, მათ შორის, საგამოძიებო ორგანოებს, რომლებიც ამ საქმეს იძიებენ და შეეცდებიან უმოკლეს ვადებში, არა რაღაცა შედეგისთვის შედეგის დასადებად, სიმართლის დასადგენად რა ვადებიც დასჭირდებათ იმ ვადებში დადებენ შედეგს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა