თეგებით ძიება
26. 10. 2022 News-ები

თეა წულუკიანს სამართლებრივი დავა კიდევ ერთმა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოუგო

კულტურის სამინისტროდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა თეა წულუკიანს შრომითი დავა მოუგო. გაგა გოგაძის ინტერესებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ,,სოციალური სამართლიანობის ცენტრი" იცავდა.

"სააპელაციომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც გუგა გოგაძეს მოთხოვნები არ დაუკმაყოფილდა. მიღებული ახალი გადაწყვეტილებით კი, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2022 წლის იანვრის ბრძანება, გუგა გოგაძის შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

ამასთან, სასამართლომ სააგენტოს გათავისუფლებული თანამშრომლისთვის განაცდურის ანაზღაურებაც დაავალა - გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად გადასახდელი ხელფასის მთლიანი ოდენობა. ასევე, გოგაძე ითხოვდა კომპენსაციას, იმისთვისაც, რომ ამ ეტაპზე მისი თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელია. ეს მოთხოვნა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ამისთვის, დამატებით, სააგენტოს 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

შეგახსენებთ, რომ გუგა გოგაძე ერთ-ერთია კულტურის სექტორის იმ 70-მდე თანამშრომელს შორის, რომლებიც თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ, მასობრივი საკადრო წმენდის მსხვერპლი გახდნენ.

სასამართლო დავები მხარდაჭერილია", - აღნიშნულია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა