თეგებით ძიება
28. 10. 2022 News-ები

მდგომარეობა საკმაოდ რთულია, აქვს სიცხეები - შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძე ექპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს.

"ახლა მიდის დასკვნების შეჯერება და განთავსება საერთო დასკვნაში. რაც შეეხება ტოქსიკოლოგიურ კვლევით ნაწილს, ჯერ არა დასრულებულა, უახლოეს დღეებში ველოდებით. ყველაფერი განთავსდება ძირითად დასკვნაში და გაიცემა საბოლოო დასკვნა.

მდგომარეობა საკმაოდ რთულია. აქვს სიცხეები. სამედიცინო პერსონალს და კლინიკას უჭირს იმის დადგენა რის გამო აქვს სიცხეები და საიდან მომდინარეობს.

დაიდება საბოლოო დასკვნა და ბოლოს მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ, რა ფორმით მივმართოთ და მივმართოთ თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით“, - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა