31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:
ვერძი
ფრთხილად იყავით თქვენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. თავი მაქსიმალურად დაიტვირთეთ, რომ აღარ იფიქროთ ცუდზე. საიმედო მეკავშირეების დახმარებით მნიშვნელოვანი წარმატებებას მიაღწევთ. საყვარელ ადამიანთან დროის გატარება ძალიან სახალისო იქნება.
კურო
ოჯახის დახმარებით თქვენი ოცნებები ახდება. გამორიცხული არ არის, მიიღოთ სტიპენდია. გაცემული ვალი უკან დაგიბრუნდებათ. გააკონტროლეთ თქვენი სიტყვები, უხეში განცხადებით შეიძლება შეურაცხყოთ სხვა ადამიანი. თქვენ სიყვარული უპასუხოდ არ დარჩება და ახალ რომანს დაიწყებთ.
ტყუპები
სამსახურში ეცადეთ თავიდან აიცილოთ კონფლიქტური სიტუაცია. გამორიცხული არ არის უძრავი ქონების შეძენის საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. დროა გაეცნოთ ახალ სფეროებს და მიიღოთ საინტერესო ინფორმაცია. შეყვარებულს სათანადო დრო დაუთმოთ.
კირჩხიბი
საინტერესო მოგზაურობის დასაგეგმად ხელსაყრელი დროა. ყოველდღიური ვარჯიში შედეგს გამოიღებს. სამსახურში უფროსის დახმარებით თქვენი ავტორიტეტი გაიზრდება. შეყვარებულის პოზიტიური განწყობა დღეს გაგილამაზებთ.
ლომი
ოჯახურ ცხოვრებაში მოსალოდნელია საინტერესო სიახლე. კოლეგები დაგეხმარებიან დროულად დაასრულოთ მიმდინარე პროექტი. პროფესიულ საქმიანობაში იმაზე მეტს მიაღწევთ, ვიდრე თქვენ გგონიათ. ახალგაზრდა წყვილებისთვის საინტერესო დღეა და თქვენი ურთიერთობა დალაგდება.
ქალწული
თუ თავს ცუდად გრძნობთ, დაისვენეთ. ფეხით სიარული და სწორი კვება გაგიუმჯობესებთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. დღეს ყველაფერი შესაძლებელია, ამიტომ დაიწყეთ მიზნების განხორციელება. საყვარელი ადამიანის მიმართ მზრუნველობა და პატივისცემა გააღრმავებს ურთიერთობას.
სასწორი
ფინანსურ პრობლემებს ახალი შემოსავალი მოგიგვარებთ. განვითარებისთვის ყველაფერი გააკეთეთ და არ შეუშინდეთ წინააღმდეგობას. დიეტა და ვარჯიში სასურველ ფორმას შეგინარჩუნებთ. ახალი ურთიერთობის დასაწყებად ნაბიჯის გადადგმა ტქვენ მოგიწევთ.
მორიელი
ჯანმრთელობისთვის უკეთესია გააგრძელოთ მედიტაცია და ფიზიკური დატვირთვა. თქვენს იდეებსა და მოსაზრებებს ყველა პატივს სცემს. ფოკუსირება მოახდინეთ საკუთარ მიზნებსა და სურვილებზე. ქონებრივი დავა თქვენი გამარჯვებით დასრულდება.
მშვილდოსანი
საქმიანი გარიგება თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. სამსახურში სამუშაოს უნაკლო შესრულება თქვენ ავტორიტეტს აამაღლებს. ჩადებული ინვესტიცია წარმატებული არ აღმოჩნდება. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკული ვახშამი გელით.
თხის რქა
ოჯახში ცვლილებებისთვის შესაფერისი დროა. სამსახურში ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდება, ასე რომ არ იდარდოთ. მოგზაურობა სახალისო და თავგადასავლებით სავსე იქნება. საყვარელ ადამიანთან ერთად ყველაფერი სასიამოვნო საღამოს გაატარებთ.
მერწყული
სამსახურში წარმატების მისაღწევად ხანგრძლივი შრომა მოგიწევთ. ახალი შემოსავალის დახმარებით ფინანსურ კრიზისს მოაგვარებთ. საქმიანი მოგზაურობა სასურველ შედეგს მოგიტანთ. აკადემიურ სფეროში თქვენი წარმატების შანსი გაიზრდება.
თევზები
გადაწყვეტილების მიღებისას ნუ იჩქარებთ, კარგად დაფიქრდით მის შედეგებზე. მეგობრებთან ერთად უფრო მეტი დროს გაატარეთ და გაერთეთ. სამსახურში ბევრი დავალების შესრულება მოგიწევთ. შეყვარებული ყველაფერს გააკეთებს, რომ განწყობა გაგიუმჯობესოთ.