პირველი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:
ვერძი
სამსახურში სტრესული დღე გელით და შესაძლოა გაღიზიანდეთ. თავისუფალი დრო გაატარეთ ოჯახის პატარა წევრებთან და დაანახეთ თქვენი მზრუნველობა. უმჯობესია საკუთარ თავზე მეტი იფიქროთ და დაიწყოთ თქვენი სურვილების ასრულება. სიყვარული დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ მომავლის იმედი.
კურო
ადამიანს ნუ განსჯით ერთი შეხედვით. ოჯახში ყველა პრობლემა მარტივად მოგვარდება. თქვენი შრომისმოყვარეობა დაგეხმარებათ უზრუნველვყოთ ოჯახის კეთილდღეობა. მედიტაცია და იოგა კარგია სულიერი სიმშვიდისთვის. მეუღლე შესანიშნავ სიურპრიზს მოგიწყობთ.
ტყუპები
მნიშვნელოვანია აკონტროლოთ ხარჯები. გამორიცხული არ არის, საღამოს სტუმრები გეწვიონ და ერთად სასიამოვნო დრო გაატაროთ. სამსახურში წარმატებული დღე გექნებათ. უცხო ადამიანებზე დადებით შთაბეჭდილებას მოახდენთ. საყვარელი ადამიანი კომპლიმენტებით აგავსებთ.
კირჩხიბი
ახალი ინვესტიციის შესაძლებლობა გამოჩნდება. სამსახურში თქვენი ენთუზიაზმის და კრეატიულობის გამოხატვის შანსი გექნებათ. მოგზაურობისთვის შესაფერისი პერიოდია. შესაძლოა მეუღლესთან მცირე კამათი მოგივიდეთ.
ლომი
კარგი იქნება დაისვენოთ და უკან მოიტოვოთ დაძაბული კვირა. მეგობრებთან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ. სამსახურში შესაძლოა სათანადო ყურადღება არ მოგაქციონ, მაგრამ გული არ გაიტეხოთ. თქვენი ღიმილი საყვარელ ადამიანს გააბედნიერებს.
ქალწული
სამსახურში გამოგივათ ის, რასაც დიდი ხანია გეგმავდით. ყველაფერი გაუმჯობესდება, როგორც პირად ცხოვრებაში ისე პროფესიულ საქმიანობაში. ახალი ემოციისთვის კარგია საინტერესო ადგილი მოინახულოთ. შესაძლოა იპოვოთ ადამიანი, რომელიც თქვენ ცხოვრებაში სიყვარულს შემოიტანს.
სასწორი
თავს უფლება მიეცით გათავისუფლდეთ წარსულისგან და დაიწყოთ მომავალზე ფიქრი. ახალი რუტინა თქვენ ჯანმრთელობას გააუმჯობესებს. ადრე განხორციელებული ინვესტიცია კარგ შემოსავალს მოგიტანთ. მეგობრებთან ერთად სასიამოვნო მოგზაურობა გელით.
მორიელი
ადამიანები მოიხიბლებიან თქვენი თავდაჯერებულობით და მეტ დროსა და ყურადღებას დაგითმობენ. თუ ახალი ქონების შეძენა გინდათ ეს შესაფერისი პერიოდია. ყველაფერი ისე მიდის, როგორც გსურთ. თქვენი ურთიერთობა რთულ პერიოდს გადის და შესაძლოა დასრულდეს.
მშვილდოსანი
სამსახურში პრობლემები მოულოდნელად გაჩნდება და მის მოსაგვარებლად მთელი დროისა და ყურადღების დათმონა მოგიწევთ. ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობა ენერგიას შეგმატებთ. ფული რომელსაც გასცემთ უკან არ დაგიბრუნდებათ. მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გამიჯნოთ ოჯახი და პროფესია.
თხის რქა
თუ ცდილობთ ახალი ცხოვრების დაწყებას, ახლა შესაფერისი დროა. ოჯახთან დროის გატარება კარგია და დაგეხმარებათ მათთან სწორი კომუნიკაცია დაამყაროთ. თქვენი შემოსავალი გაიზრდება და ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებთ. შეყვარებულმა შეიძლება რომანტიკული საღამო მოგიწყოთ.
მერწყული
ოჯახი მხარს დაგიჭერთ ყველაფერში, რასაც აკეთებთ. ჯანმრთელობისთვის კარგია სწორი ნაბიჯები გადადგათ. ახალი პროექტი, წარმატებას მოგიტანთ. პრობლემები, რომლის გადაჭრას დიდი ხანი ცდილობდით მარტივად მოგვარდება. ახალი ურთიერთობა დადებითი ემოციით აგავსებთ.
თევზები
ქონების შეძენის კარგი შანსი გექნებათ. ფინანსურად ყველა პრობლემა მოგვარდება. პროფესიულ საქმიანობაში ბევრი წინააღმდეგობა შეგხვდებათ. მოგზაურობა საინტერესო ადამიანებთან დაგაახლოვებთ. ადამიანი, რომელიც მოგწონთ სიყვარულში გამოგიტყდებათ.