5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:
ვერძი
სამსახურში ყველაფერს თავს წარმატებით გაართმევთ. ჯანმრთელობის პრობლემები წარსულს ჩაბარდება. ფინანსური კრიზისი ახალი შემოსავლის წყალობით დასრულდება. იღბალი თქვენს მხარესაა და სიყვარულს იპოვით.
კურო
ოჯახის წევრებს სათანადო ყურადღება დაუთმეთ. თუ კულინარიის მოყვარული ხართ, საღამოს გემრიელ ვახშამზე აღმოჩნდებით. სასურველ ფორმას ვარჯიშის დახმარებით შეინარჩუნებთ. ფინანსური კრიზისი მალე დასრულდება. საყვარელი ადამიანის წარმატება ძალიან გაგახარებთ.
ტყუპები
საკუთარ თავზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღეთ და დაიწყეთ წინსვლა. კარგი შემოსავლის დახმარებით სტაბილური ფინანსურ მდგომარეობა გექნებათ. ეცადეთ არ ჩაერთოთ კონფლიქტში და შეინარჩუნეთ სიმშვიდე. საყვარელი ადამიანი თქვენ მიმართ დიდ ყურადღებას გამოიჩენს.
კირჩხიბი
ჯანმრთელობის ხანგრძლივი პრობლემებისგან მალე გათავისუფლდებით. არ დანებდეთ და მუდმივად განაგრძეთ წინსვლა. ხანგრძლივი ქონებრივი დავა თქვენ სასარგებლოდ დასრულდება. მეგობრებთან ერთად წვეულებაზე კარგ დროს გაატარებთ.
ლომი
დროა თქვენი ხარჯები შეამციროთ და დაიწყოთ ახალი შემოსავლის ძიება. მოგზაურობა საინტერესო გამოცდილებას მოგიტანთ. ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ და ენერგიით აივსებით. საპირისპირო სქესის წარმომადგენელი, თქვენ მიმართ ინტერესს გამოხატავს.
ქალწული
თქვენ კარიერულ მიღწევებს დააფასებენ კოლეგები, მეგობრები და ახლობლები. დღე განსაკუთრებით წარმატებულია გაყიდვების სფეროში დასამებული ადამიანებისთვის. მეუღლესთან კამათი თქვენ ურთიერთობაში დაძაბულობას შემოიტანს.
სასწორი
შესაძლოა ახალი პოზიცია შემოგთავაზონ და არ იჩქაროთ არჩევანის გაკეთება. ამ ეტაპზე ერთადერთი რამაც შეიძლება ზიანი მოგაყენოთ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობისას ზედმეტი გახსნილობაა. კარგი დროა რუტინული საკითხების მოსაგვარებლად და შემოქმედებითი საქმიანობითვის.
მორიელი
წარმატებული დღეა ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების დასადებად. უფრთხილდით კოლეგების შურს, იყავით უფრო ფრთხილად თქვენ ქმედებებში. არ გადადოთ კონფლიქტის მოგვარება განუსაზღვრელი ვადით. საღამოს თავისუფალი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, თქვენ ჯანმრთელობას და დასვენებას.
მშვილდოსანი
სინამდვილეში ყველაფერი არც ისე ცუდადაა, უბრალოდ გადაიღალეთ გაუთავებელი საზრუნავით და ცხოვრებას დიდი ხანია თქვენთვის სასიამოვნო სიურპრიზი არ გაუკეთებია. ცოტა მოთმინება და ყველაფერი გამოვა, საქმიანი კონტაქტები კმაყოფილებას მოგიტანთ. ურთიერთობა სიხარულით აგავსებთ.
თხის რქა
დღეს ყველაფერს მოასწრებთ და ყველაფერი გამოგივათ. არ არის გამორიცხული მოკლე მივლინებით საზღვარგარეთ წახვიდეთ. უმჯობესია თქვენ გეგმებს მიჰყვეთ და მიიღოთ მორალური კმაყოფილება. საღამოს, რომანტიკულ შეხვედრაზე უარს ნუ იტყვით.
მერწყული
სამსახურში დაგროვებული საქმის შესრულების დროა. დადგა დრო საკუთარი ვალდებულებები სათანადოდ შეასრულოთ. ქალაქგარეთ გასვლა და დასვენება ახალი იდეებით აგავსებთ. ქონებრივი დავა თქვენი გამარჯვებით დასრულდება. საყვარელი ადამიანი, რომელსაც დიდ ხანია იცნობთ სრულიად შეიცვლება.
თევზები
დღეს უნდა გამოხვიდეთ წინა პლანზე. თქვენ სამუშაო გუნდში დიდი ხანია კონფლიქტი მწიფდება და ასეთ ვითარებაში მხოლოდ თქვენ შეძლებთ ცივი გონების შენარჩუნებას. უმჯობესია არ წახვიდეთ ღამის კლუბში, შეიძლება უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ.