თეგებით ძიება
11. 11. 2022 News-ები

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ატოცის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო ინსტალაცია აღმართეს - სუსის განცხადება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონო ინსტალაცია აღმართეს.

უწყების ცნობით, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ინფორმირებული არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებიც.

"საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებული უკანონო აქტივობები, მათ შორის, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფარგლებში აღმართული ინსტალაციები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას და აზიანებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფარგლებში განხორციელებული ინსტალაციის საკითხი მკაცრად განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მომდევნო შეხვედრაზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შემდეგ რაუნდზე", - აღნიშნულია განცხადებაში.






თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა