თეგებით ძიება
01. 12. 2022 News-ები

სად აღმოაჩინეს ოფიცრებმა 2 კილოგრამამდე ოქრო? - შემოსავლების სამსახური ახალ ინფორმაციას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, 2 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღნიშნული საქონელი სამართალდამრღვევ მოქალაქეს საკვები პროდუქტების შეფუთვებში, მალულად ჰქონდა განთავსებული. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 164 744.7 ლარი შეადგინა.

„საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

შემოსავლების სამსახური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, არადეკლარირებული საქონლის გადაადგილების მონიტორინგი მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა