თეგებით ძიება
31. 12. 2022 სპორტი

კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდა

პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთის „ალ-ნასრს“ შეუერთდა და კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.

პორტუგალიელი ხელფასის სახით წელიწადში 200 მილიონ დოლარზე მეტს მიიღებს.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სიის პირველ საფეხურზე რონალდუმ მექსიკელი მოკრივე საულ ალვარესი ჩაანაცვლა.

Forbes-ის მონაცემებით, 2022 წელს საულ ალვარესის შემოსავალმა 84 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

„ალ ნასრი“ საუდის არაბეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. 67-წლიანი ისტორიის განმავლობაში მან საუდის არაბეთის ჩემპიონატი 9-ჯერ მოიგო. მიმდინარე სეზონში 10 მატჩის შემდეგ „ალ ნასრი“ 23 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა