თუ ცუდსა და კარგს ბედი აყალიბებს, რატომ არიგებენ და აძლევენ რჩევებს ბავშვებს? - მამა შალვა კეკელია საზოგადოებას მიმართავს
მამა შალვა კეკელიამ განაცხადა, რომ თუ ცუდსა და კარგს ბედი აყალიბებს, მაშინ ბავშვებს რჩევებს არ უნდა აძლევდნენ.
„თუ ცუდს და კარგს ბედი აყალიბებს, რატომ არიგებ და აძლევ რჩევებს ბავშვებს? ყველაფერი ხომ უსარგებლო და ამაოა? თუკი ბედი აქცევს კაცს ღარიბად ან მდიდრად, ნუ გზავნი შვილს სასწავლებლად, ნუ აძლევ ფულს, ნუ ცდილობ გამდიდრდე და საქმე ბედს მიანდე. მაგრამ ამას ვერ ბედავ... რატომ სჯი, თუკი ცუდი იმიტომაა, რომ ასეა შექმნილი, ცოდვა ხომ მისგან არ მოდის, არამედ ბედისგან, რომელმაც უბიძგა მას. რატომ აქებ ადამიანს სიკარგისთვის? ეს ხომ მისი სათნოება არ არის, ბედისწერაა. ხედავ, რა უაზრობამდე მიგვიყვანა ბედზე ლაპარაკმა?“ - განაცხადა სასულიერო პირმა.