თეგებით ძიება

სამწუხარო ინფორმაცია - გარდაიცვალა 1,5 წლის ბავშვი, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიიდან მშობლებს სამკურნალოდ თბილისში მოჰყავდათ

1,5 წლის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც ოკუპირებული ახალგორიდან მშობლებს სამკურნალოდ თბილისში მოჰყავდათ.

არსებული ინფორმაციით, ახალგორიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე გარდაიცვალა მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც მშობლებს სამკურნალოდ მოჰყავდათ. როგორც ახალგორელმა აქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა უთხრა "ეხო კავკაზას", ბავშვი ავად რამდენიმე დღის წინ გახდა და სამედიცინო დაეხმარება ადგილობრივ საავადმყოფოში გაეწია, პარალელურად კი მიმდინარეობდა მზადება მისთვის კვალიფიციური სამედიცინო სერვისის გაწევის მიზნით თბილისში გადმოყვანაზე.

მეარაყიშვილის თქმით, ბავშვის პირობით საზღვარზე გადმოყვანის ნებართვის მიღება გაჭიანურდა. საბოლოოდ მშობლებმა მოზარდი მოსაბრუნის, იგივე რაზდახანის გამშვები პუნქტის გავლით გადმოიყვანეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.

"რადიო თავისუფლებასთან" ახალგორის გამგებელი, ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ გარდაცვლილი ბავშვი, ელზა კუდუხოვია და ის 11:30-ზე გადმოიყვანეს კრიტიკულ მდგომარეობაში. მისივე ინფორმაციით, ბავშვი თბილისში ჩამოყვანამდე, მცხეთის სიახლოვეს გარდაიცვალა. გარდაცვლილის დიაგნოზის შესახებ ინფორმაციას არც ნუგზარ თინიკაშვილი ფლობს და არც თამარ მეარაყიშვილი.

ახალგორისა და ჯავის მაცხოვრებლებს რაზდახანის (მოსაბრუნი/ოძისი) და პერევის გამშვები პუნქტების გადაკვეთა ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე შეუძლიათ, თუმცა ამისთვის საჭიროა 2022 წლის 20 დეკემბრის შემდეგ გაცემული საშვის ქონა, რომელთა გაცემაც ნელა და შეფერხებით მიმდინარეობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა