მნიშვნელოვანი ნაბიჯია... - რუსეთმა უკრაინის 4 ოკუპირებული რეგიონისთვის „შეღავათიანი იპოთეკის პროგრამა“ დაამტკიცა
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას „ახალი რეგიონების“ დონეცკის, ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ და ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებისთვის შეღავათიანი იპოთეკური პროგრამის დაწყების შესახებ.
ინფორმაციას მედიასაშუალება TASS ავრცელებს.
"ჩვენ წინაშე დგას ახალი ტერიტორიების შეღავათიანი იპოთეკის შემუშავების ამოცანა, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი რეგიონების ეკონომიკური ინტეგრაციისთვის. იპოთეკურ პროგრამებზე მოთხოვნა გაიზრდება“, - აცხადებს რუსეთის ვიცეპრემიერი.
რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ოთხი რეგიონისთვის პროგრამების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა 2022 წლის 15 დეკემბერს სტრატეგიული განვითარებისა და ეროვნული პროექტების საბჭოს სხდომაზე მიიღო.