თეგებით ძიება

მკვლელობა თბილისში - მოკლულია პოლიციის თანამშრომელი

თბილისში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული პოლიციის თანამშრომელია. მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი, რომელიც შსს ყოფილი თანამშრომელია.

მოკლული და დაკავებული მეგობრები და თანამშრომლები იყვნენ, დაკავებულმა სამინისტრო რამოდენიმე თვის წინ დატოვა და კადრების განკარგულებაში იყო.

შსს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.

წყარო: „რუსთავი 2“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა