თეგებით ძიება

"მიშას რას უშობიენ და რომ ჩამევიდე, მე რაღას მიზამენ?" - გოგი წულაია

პოლიტიკოსი,­ გოგი წულაია, რომელიც ოჯახთან ერთად, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში ცხოვრობს, ამბობს, რომ სანამ საქართველოში ივანიშვილის ხელისუფლება იქნება ქვეყანაში არ ჩამოვა. ამის შესახებ წულაიამ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„იანვარში 1 წელი შესრულდება, რაც სტრასბურგში ვარ. ჩემი დაჭერის საშიშროება ისევ იყო და ვარჩიე გამორი­დება. თავიდან მარტო წამოვედი, შემდეგ­ ოჯახიც წამოვიყვანე. სანამ საქართველოში ივანიშვილის ხელისუფლება და უსამართლობის ზეიმი იქნება, ალბათ, არ ჩამოვალ. მიშას რას უშობიენ და მე რაღას მიზამენ? მიჭირს ემიგრაციაში, რადგან ენა არ ვიცი. საფრანგეთში დამკვიდრება არ არის ასე მარტივი. ამას დაუღალავი შრომა, მოთმინება სჭირდება... თუმცა ის ნამდვილად ვიცი, რომ საფრანგეთში არ ვაპირებ სიკვდილს - თუ არ იქნება ეს ხელისუფლება და ჩემი დაჭერის შანსი, აუცილებლად ჩამოვალ.

...ახლა რომ ჩამოვფრინდე, აეროპორტიდან ციხეში წამიყვანენ.

ბერნარდ შოუს აქვს კარგი ნათქვამი: "ისტორიის გაკვეთილები პირველ რიგში ისაა, რომ ადამიანები ვერ იღებენ ისტორიიდან გაკვეთილებს". მიშადან მე ვისწავლე­ ისტორიის გაკვეთილი, ამიტომ სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, არ ვაპირებ ჩამოსვლას. მერამდენე არჩევნები უნდა წავაგო,­ რომ მივხვდე, ვერ ვქმნი, ვერ ვაკეთებ პოლიტიკას. მაგრამ ახლა თუ არა ვარ პოლიტიკაში, არ ნიშნავს, რომ საერთოდ დავანებებ თავს. ჩემს ქვეყანაში უფრო ნაკლების გაკეთება შემეძლო, ვიდრე ემიგრაციაში გავაკეთებ. ადრე წამოსული ემიგრაციის თუ არ მიკვირდეს, მე მოვკვტე, ტანჯვას გავდივარ ენის არცოდნის გამო, მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგი სავსეა ქართველებით და ყველა მცნობს. ალბათ, ათჯერ მეტად გამიჭირდებოდა, ცნობილი რომ არ ვიყო, ყველგან კარგად მხვდებიან. ვისაც "ოცნება" მოსწონს, ცოტა ანტაგონისტურად მიყურებს...

ქუთაისი მენატრება, მჯერა, ჩამოვალ და მაგ ქალაქში გავსვენდები. მაინც ჩემი მირჩევნია ყველაფერს. ჩემი მეგობრები მენატრება, მათთან ჩაჯდომა, ქეიფი და მოლხენა...“ - ამბობს გოგი წულაია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა