თეგებით ძიება

„თუ გინდათ, მე ჩამოვალ და წავიყვან მას" - მიხაილო პოდოლიაკი მიხეილ სააკაშვილზე

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მრჩე­ველ­მა, მი­ხა­ი­ლო პო­დო­ლი­აკ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­გან ოფი­ცი­ა­ლუ­რად ითხოვს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სამ­კურ­ნა­ლოდ უკ­რა­ი­ნას გა­დას­ცენ, ხოლო თუ ამას არ გა­ა­კე­თე­ბენ, მა­შინ გა­და­იყ­ვა­ნონ მე­სა­მე ქვე­ყა­ნა­ში სა­ჭი­რო მკურ­ნა­ლო­ბის მი­სა­ღე­ბად.

„ეს რაც ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ზი­ცი­აა. პი­რა­დად ჩემს პო­ზი­ცი­ას რაც შე­ხე­ბა, ის უფრო რა­დი­კა­ლუ­რია. მე ვთვლი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას გან­ზრახ სურს სა­ქარ­თვე­ლო ის­ტო­რი­ა­ში შავ ლა­ქად შე­იყ­ვა­ნოს, სა­ხელ­მწი­ფოდ, რო­მელ­მაც გან­ზრახ აწა­მა თა­ვი­სი პრე­ზი­დენ­ტი ცი­ხე­ში. ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი პი­რა­დად ჩემ­თვის.

მე მარ­ტივ რჩე­ვას ვაძ­ლევ, ჩა­რე­ვის გა­რე­შე, პირ­და­პირ ვე­უბ­ნე­ბი მათ - ნა­ხეთ, ამ­ჟა­მინ­დე­ლი მთავ­რო­ბის, ზო­გა­დად სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის დე­პუ­ტა­ტებ­მა, პარ­ტი­ი­სა, რო­მელ­საც რა­ტომ­ღაც ასე მოს­წონს რუ­სე­თი, არ გა­ა­კე­თოთ ისე, რომ სა­კუ­თა­რი თავი, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში შავი ასო­ე­ბით ჩა­წე­როთ“, - გა­ნა­ცხა­და პო­დო­ლი­აკ­მა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა