მოსკოვში ქართველი კაცი მოკლეს
მოსკოვში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ფორმულა“ ავცრელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა რესტორან თბილისში მოხდა.
50-წლამდე კაცს, რომელიც რესტორანში მზარეულად მუშაობდა, თანამშრომელმა ქალმა დანა 3-ჯერ ჩაარტყა. შემთხვევას წინ შელაპარაკება უძღოდა.
სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ უკვე დააკავა.