„ჩემი ფანჯრების წინ ბანკში მოხუცი ბებო ათევს ღამეს... იქნებ გამოჩნდეს ვინმე, დავუკავშირდეთ...“ - მარიამ შავერდაშვილი
სოციალური ქსელის მომხმარებელი, მარიამ შავერდაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დახმარებას ითხოვს, მოხუცი ქალისთვის, რომელიც მისი თქმით, ღამეს ბანკის შენობაში ათევს.
„მეგობრებო, ვიცი ამ დროს უცნაურად ჟღერს ეს პოსტი, მაგრამ 1 კვირაა ვფიქრობ და არ შემიძლია არ გთხოვოთ დახმარება. ახლაც ჩემი ფანჯრების წინ ბანკში მოხუცი ბებო ათევს ღამეს... ბურბუშელებს ყიდის, შეიძლება შეგხვედრიათ კიდეც. აქამდე არ ვიცოდი ეს მდგომარეობა, მართალია საქართველოში ძალიან ბევრია გაუსაძლის ყოფაში, თუმცა ერთი ადამიანით იწყება ყოველთვის ცვლილება. იქნებ გამოჩნდეს ვინმე, დავუკავშირდეთ, ხმა მივაწვდინოთ და ამ ბებოს მაინც თბილი სახლი გამოვუნახოთ.
მჯერა სასწაულების და სიკეთის ძალის.
პ.ს არავითარ თანხას არ ვაგროვებ, არასდროს არ ამიღია სოციალური პასუხისმგებლობა ასეთ საკითხებში
პ.ს.ს არ შემიძლია ამ პრობლემის გადაჭრა მარტო, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გავასაჯაროებდი.
(დიახ, განვიხილე ბევრი ვარიანტი და არ მაქვს ამ ეტაპზე უკეთესი ალტერნატივა )
მისამართი: ქ. წამებულის 50/18, კაჩინსკის და წამებულის კვეთაზე ( შუქნიშანთან)“, - წერს მარიამ შავერდაშვილი.
მეგობრებო, ვიცი ამ დროს უცნაურად ჟღერს ეს პოსტი, მაგრამ 1 კვირაა ვფიქრობ და არ შემიძლია არ გთხოვოთ დახმარება ???????????? ახლაც...Posted by Mariam Shaverdashvili on Saturday, 7 January 2023