სამწუხარო ინფორმაცია - 2 თვის ელაიდა, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა
სამწუხარო ინფორმაცია - 2 თვის ელაიდა, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა და სამკურნალოდ თურქეთში იყო გადაყვანილი, გარდაიცვალა.
„ჩემი, ჩვენი, სოფია-ელაიდა უფალმა თავისთან წაიყვანა და ანგელოზად იქცა“ - დაწერა ჩვილის დედამ.
ელაიდა დაიბადა 2022 წლის 17 ოქტომბერს და მას შემდეგ კლინიკაში იმყოფებოდა. საქართველოში ჩატარებული კვლევების მიხედვით, ბავშვს მდგომარეობა იყო მძიმე და დიაგნოზი გაურკვეველი.
წყარო: primetime.ge