"რატომ უნდა ვიცხოვრო შიშში, რომ ერთ დღეს მოვკვდები და სანამ სუნი მეზობლებამდე არ გავა, მანამდე ვერავინ მიპოვის“ - რას ამბობს ქართველი ტრანსგენდერი? (ვიდეო)
ლგბტ თემის წარმომადგენელი, სელენა ბუხაიძე ბელგიაში დაღუპულ ტრანსგენდერ, ლიზა ქისტაურის შესახებ საუბრობს.
ის ტრანსგენდერი ქალების უცხოეთში ჩასახლებას საქართველოს სახელმწიფოს აბრალებს.
"სახელმწიფო ასეთ ცოტა ადამიანს ყურადღებას არ გვაქცევს და არ გვაძლევს იმის უფლებას, ადამიანურად ვიცხოვროთ და დავანახოთ ამ ხალხს, რომ ჩვენც შეგვიძლია ვისწავლოთ, ვიმუშაოთ, ჩვენც შეგვიძლია გვყავდეს ოჯახი...
გვაიძულებენ, საქართველოში სექს მუშაკებად ვიმუშაოთ, ან უცხო ქვეყანაში გამოვიქცეთ, თავი შევაფაროთ აქაურობას, საქართველოდან მოწყვეტილები. მე არ მეზიზღება საქართველო, რატომ უნდა მეზიზღებოდეს... ძალიან მიყვარს. უბრალოდ, მე ხალხი არ მაძლევს იმის უფლებას, რომ ნორმალურად ვიცხოვრო.
რატომ გვაიძულებთ, დავტოვოთ ქვეყანა და გამოვიქცეთ და უცხო ქვეყანაში ვიცხოვროთ ასე მარტოებმა. რატომ უნდა ვიცხოვრო მარტომ, იმის შიშში, რომ ერთ დღეს მოვკვდები და სანამ სუნი არ გავა და მეზობლები არ გაიგებენ, რომ სახლში ვიღაც მკვდარია, ვერავინ მიპოვის“, - ამბობს სელენა.
@selena.bobo "ღმერთი პირველი იმას მიიღებს ვინც ხალხმა არ მიიღო" ერთ ქართველ ბიჭს ეკუთვნის ეს სიტყვები სახელი არ მახსოვს სამწუხაროდ,მაგრამ მე მჯერა ამ სიტყვების. ♬ orijinal ses - Selena