"ამიტომ შეხვდნენ ახალ წელს, ბედობას, შობას შენ გვერდით..."- რის შესახებ წერს ლევან კბილაშვილის დედა?
გარდაცვლილი მომღერლის, ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ემოციური პოსტის აქვეყნებს და ლევანის მეგობრებს მადლობას უხდის.
"ასე ამბობენ როგორც მუსიკოსი და მომღერალი კი, მაგრამ როგორც ადამიანი ისე დაგვაკლდაო ხოდა ამიტომ გყავს ამდენი ნაცნობი თუ უცნობი სტუმარი დღე და ღამე, ამიტომ შეხვდნენ ახალ წელს, ბედობას, შობას შენს გვერდით...
დიდი მადლობა ამ სიყვარულის და პატივისცემისთვის, ბედნიერი წელი გქონოდეთ“, - წერს მელიტა ფურცელაძე.