თეგებით ძიება
09. 01. 2023 მსოფლიო

ბრაზილიაში საგანგებო ვითარება გამოცხადდა

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა დე სილვამ, საპროტესტო აქციების გამო, ქვეყნის დედაქალაქში იანვრის ბოლომდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს ათასობით მომხრე დედაქალაქის ქუჩებში გამოვიდა.

დემონსტრანტები გაყალბებულს უწოდებდნენ ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს, რომლის შემდეგაც პრეზიდენტის პორტფელი ლულა დე სილვამ გადაიბარა.

აქციის დროს პრეზიდენტი ლულა დე სილვა სამუშაო ვიზიტით სან პაულუში იმყოფებოდა.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა