თეგებით ძიება

რესტორან "თბილისოს" ქართველი მზარეული და მფლობელი 36 წლის ქალმა მოკლა - რა მოხდა რუსეთში?

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვთან ახლოს მდებარე რესტორან "თბილისოში" მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაცით, 36 წლის ქალმა ქართველი მზარეული და ამავე რესტორნის მფლობელი მოკლა.

დაპირისპირება თანამშრომლებს შორის სამზარეულოში დაიწყო. 36 წლის ტაჯიკეთის მოქალაქემ ქართველ მზარეულს დანით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. 50-წლამდე მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

ვრცელდება სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერი, სადაც დანაშაულის ფაქტია ასახული. ქალი ადგილიდან გაიქცა, თუმცა პოლიციამ ის მალევე დააკავა.


წყარო: rustavi2.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა