„სააკაშვილის სიაში“ აუცილებლად უნდა იყოს იუსტიციის მინისტრი, პენიტენციური უწყების მაღალჩინოსნები, რომლებიც სააკაშვილს არაადამიანურად მოეპყრნენ - რას ამბობს ხატია დეკანოიძე?
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, „სააკაშვილის სიაში“ უნდა იყვნენ იუსტიციის მინისტრი, პენიტენციური უწყების მაღალჩინოსნები და სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი სხვა პირები.
„რამდენიმე კვირის წინ, ჩვენ საუბარი დავიწყეთ იმის შესახებ, რომ ყველა ადამიანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დანაშაულებრივ სქემაშია ჩართული, უნდა იყოს ისეთ სიაში, როგორიცაა „მაგნიტსკის სიაა“. ამის შემდეგ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მნიშვნელოვნად ვითანამშრომლეთ. საერთაშორისო გამოხმაურება და ჩვენი პარტნიორების ჩართულობა მიხეილ სააკაშვილის საქმის გარშემო, რა თქმა უნდა, გაცილებით გაიზარდა.
მათთვის ახლა მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა დეკანოიძემ.