ისეთი ტკბილი ოჯახი იყო, ერთი ხმამაღალი სიტყვაც არ უთქვამთ ერთმანეთისთვის - რას ამბობენ ადგილობრივები კახეთში დაღუპულ ცოლ-ქმარზე?
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში, დაღუპული ცოლ-ქმარი იპოვეს. ადგილობრივების თქმით, ცოლ-ქმარს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და იდეალური ურთიერთობა ჰქონდათ.
"მკვდარი ვართ ხალხი მის მერე. ისეთი ტკბილი ოჯახი იყო, მეტი არ შეიძლება. ერთი ხმამაღალი სიტყვაც არ უთქვამთ ერთმანეთისთვის. არავინ არ იცის რა მოხდა. უდიდესი სიყვარული ჰქონდათ ერთმანეთის მიამრთს, შოკში ვართ ყველა", - ამბობენ ადგილობრივები.
შეგახსენებთ, 66 და 67 წლის პენსიონერები გუშინ სოფელ გოდოგანში გარდაცვლილები იპოვეს.