თეგებით ძიება

მოსკოვში მოკლული ქართველი მზარეული ხობიდანაა - ახალი დეტალები

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, რესტორან "თბილისოში" მოკლული მზარეული ხობის რაიონის სოფელ შუა ხორგანადაა. ინფორმაციას რადიო "ათინათი" ავრცელებს.

50 წლამდე მამაკაცი, რომელსაც თანამშრომელმა ქალმა დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარს ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

გამოცემის ინფორმაციით, დაღუპულ მამაკაცს სამშობლოში მომდევნო ორი დღის განმავლობაში ჩამოასვენებენ. მამაკაცი რესტორანში მზარეულად მუშაობდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა