თეგებით ძიება

„ფილოსოფოსი შათირიშვილი ნამდვილად "ოცნების" მხარდამჭერია და ივანიშვილის მეხოტბე?“ - რას წერს გოჩა მირცხულავა?

ანალიტიკოსი, გოჩა მირცხულავა ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ „ოცნებას“ ფილოსოფოსებში არ უმართლებს.

"ოცნების ანალიტიკურ სამსახურებს მივმართავ, სრულიად გულწრფელად - ფილოსოფოსი შათირიშვილი ნამდვილად "ოცნების" მხარდამჭერია და ივანიშვილის მეხოტბე? რაც წავიკითხე ბატონებო, ჩემო არაფილოსოფიური ჭკუით, სწორედ ამ წუთას, ამ კაცმა ომი გამოუცხადა აშშ-ს თქვენი სახელით (აფილიაციის ასპექტის გათვალისწინებით) და მასზე დიდი არაკეთილმოსურნე ახლა არავინ გყავთ. ფილოსოფოსებში ნაღდად არ გიმართლებთ. ის ხომ გყავდათ - ბედოვლათი და დაუტოვეთ "სამშობლოს" და ეს? ეს ვგონებ დაგატოვებთ უსამშობლოდ.
საკითხი ასეც დაისვა - ნეტავ, ბიძინასთან შეთანხმებით დაიწერაო? არ მგონია ნაღდად ის კაცი ასეთი მტერი იყოს საკუთარი თავის. უბრალოდ, კარის ფილოსოფოსებს ახასიათებთ ვისკაჩკობა, როდესაც ვიწრო ფეხსაცმელი აცვიათ ხოლმე სამსახურში მჭმუნვარე გრიმასისთვის, რაც ახალი დივიდენდების საფუძველი ხდება ხოლმე. ეტყობა ეს "სივიწროვე" ვერ შეამჩნიეს და გამწარებულმა გამოაცხო.
ახლა, მთავარია, ბიძინა ივანიშვილს დაუმტკიცოს, რომ როკფელერი - აი, იტალიის მამულების წინა მფლობელი - ჩათლახია. როტშილდი ისედაც გარკვეულია. ვაჰ, კაცო...." - წერს გოჩა მირცხულავა.

"ოცნების" ანალიტიკურ სამსახურებს მივმართავ, სრულიად გულწრფელად - ფილოსოფოსი შათირიშვილი ნამდვილად "ოცნების" მხარდამჭერია...Posted by Gocha Mirtskhulava on Monday, 9 January 2023


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა