"სასიამოვნოდ გაოცებული ვარ" - რას წერს სოფი ლორენის ქართველი სარძლო?
მარიამ შარმანაშვილი საზოგადოებამ ორი დღის წინ გაიცნო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ფიტნესინსტრუქტორზე ლეგენდარული მსახიობის, სოფი ლორენის ვაჟზე, კარლო პონტი ჯუნიორზე იყო შეყვარებული.
ორი დღის განმავლობაში წყვილის სიყვარულის ამბის შესახებ მედიაში ბევრი დაიწერა.
მარიამი სოციალურ ქსელში წერს, სასიამოვნოდ გაოცებულია, რადგან ძირითადად პოზიტიური მესიჯები მიიღო.
"მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას ასეთი პოზიტიური მესიჯებისთვის და გამოხმაურებისთვის,სასიამოვნოდ გაოცებული ვარ, მიყვარხართ...“ - წერს მარიამი.
მარიამი 32 წლის არის, კარლო პონტი ჯუნიორი 54 წლის, თუმცა ასაკობრივ სხვაობას ხელი არ შეუშლია მათი სიყვარულისთვის.