თეგებით ძიება

"საწოლ-მატრასი უკვე შეუძინეს ბებოს... 4 000-ზე მეტი ლარიც შეგროვდა..არ ვართ ცუდი ხალხი, როცა ვინდომებთ!" - იმერელ ბებოზე სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება

"ნაირი"-ს დამფუძნებელი, გიორგი ხერგიანი სოციალურ ქსელში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში მცხოვრებ 70 წლის დოდო კაკაბაძის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მის დასახმარებლად გარკვეული ტანხა სეგროვდა.

"4 ათასზე მეტი ლარი შეგროვდა ამასობაში!
სუ რო აღარაფერი დაემატოს, ეს თანხაც ძალიან ბევრ პრობლემას გადაუჭრის!
არ ვართ ცუდი ხალხი, როცა ვინდომებთ! მადლობა ძალიან დიდი ყველას!", - დაწერა ხერგიანმა.

მისივე ინფორმაციით, ბებოს საწოლ-მატრასიც უყიდეს.

"ახლა მომწერეს რომ საწოლ-მატრასი უკვე შეუძინეს ბებოს, ჩვენ გარეშეც და აპირებენ თბილისიდან გაგზავნას...
Irakli Vachiberadze კი მალე მივა დოდო ბებოსთან და გადასცემს რომ 9კ ლარი შეუგროვდა უკვე და მაქსიმალურად მოხმარდება ეს ფული მის საჭიროებებს, ზუსტად ისე, როგორც თავად მოისურვებს...
დაეფარება სესხი, მიეხედება სახლს და სხვა ყოფით პრობლემებს! ????????
ძალიან დიდი მადლობა, მიხარია რომ კიდევ ერთ ადამიანს ვაგრძნობინებთ რომ მარტო არაა ამ ჩინოვნიკებით სავსე ქვეყანაში",- წერს გიორგი ხერგიანი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა