"ზოგმა მისი სიკვდილი მეომრების ჯარიკაცების სიკვდილს შეადარა" - რას წერს არჩილ ხოფერია ლიზა ქისტაურზე?
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯამბულათ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია სოციალურ ქსელში ბელგიაში გარდაცვლილ ტრანსგენდერ, ლიზა ქისტაურზე წერს.
"არ მინდოდა ქრისტეშობას ამაზე დამეწერა მაგრამ ისევ ორად გაიყო საზოგადოება ..
ჩვენი დაღუპული თანამემამულის უმრავლესობისგან განსხვავებულის მაგრამ ეგეთად დაბადებულის სიკვდილმა გამოიწვია ეს..ზოგმა მისი სიკვდილი მემრების ჯარიკაცების სიკვდილს შეადარა და საზოგადოების მეორე ნაწილს მიმართა რომ ამაზე ამდენი ვიშვიში არ ღირს მეორე ნაწილმაც დაახლოებით იგივეთი უპასუხა რამაც კიდევ ერთხელ აჩვენა როგორი დანაწევრებულები ვართ საერთო ორიენტირები თითქმის აღარ დაგვრჩა გლოვაც კი სხვადასხვანაირი გვაქვს ეს არის დაღუპვისკენ მიმავალი 0ირდაპირი გზა ამიტომ განვმარტავ..
სიკვდილი ვინც არ უნდა იყო არის დანაკარგი სამყაროსთვის და დანაკარგიც ჩვენთვის თუ იგი მოღალატე არ არის და პირდაპირ არ თანამშრომლობს მტერთან რომელიც განადგურებას გვიქადის..განსხვავებულიბა არ უნდა გახდეს ვინმეს ჩაგვრის საბაბი მით უფრო მოკვდინების მეომრები ზუსტად იმისთვის იბრძვიან რომ უკან დარჩენილ სუსტებს ქალებს ბავშვებს მოხუცებს და საერთოდ ყველას სიცოცხლის და ისე ცხოვრების უფლება ჰქონდეს როგორც მას უნდა მის პატარა სამყაროში ..მე დარწმუნებული ვარ ამ ქვეყნის მეომრები საკუთარი სიკვდილით თუ სიცოცხლით ააშენებენ და უპატრონებენ ისეთ ქვეყანას სადაც ყველა ბედნიერი იქნება ეს იქნება დამერწმუნეთ და მეომრები დაიბრუნებენ კუთვნილ ადგილს..
ოღონდ ახლაც და შემდეგაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს რომ ჩვენ ქრისტეს მეომრები ვართ ...
როგორც ყოველთვის
ვცოცხლობთ- საქართველოსთვის
ვიბრძვით- საქართველოსთვის
ვკვდებით - რომ იცოცხლოს საქართველომ", - წერს არჩილ ხოფერია.
შეგახსენებთ, რომ ტრანსგენდერი, ლიზა ქისტაური, რომელიც მანამდე ცნობილი იყო როგორც გიორგი ქისტაური, ბელგიის ქალაქ ანტვერპენში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი უცნობია.