"ტყემლის ხელის გულზე დასხმამ და ალოკვამ რა დააშავა? რაზე ნაკლები მემკვიდრეობაა?!" - რას წერს დათო გორგილაძე?
მწერალი, დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში ხუმრობს და აცხადებს, რომ ტყემლის ხელის გულზე დასხმა და ალოკვაც საქართველოს მემკვიდრეობაა.
"მაიცათ! ტყემლის ხელის გულზე დასხმამ და ალოკვამ რა დააშავა?
რაზე ნაკლები მემკვიდრეობაა?!", - წერს გორგილაძ.
შეგახსენებთ, რომ „ბატონების“ რიტუალს, რთველის, მცხეთური ღვეზელისა და აპოხტის ხინკლის დამზადების ტრადიციას არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა.