თეგებით ძიება

“ძალით ვიღიმოდი, ძალიან ცუდად ვიყავი…” - რას ამბობს ლიზა ყენია, რა მოხა ხელის თხოვნის დღეს? (ვიდეო)

რამდენიმე დღის წინ მომღერალ, ლიზა ყენიას ამერიკაში ხელი სთხოვეს.

მომღერალი "ტიკ ტოკზე" ვიდეოს აქვეყნებს, სადაც დაწვრილებით ჰყვება თუ როგორ სთხოვა გიორგიმ ხელი…

“გიორგიმ მითხრა, რამე ლამაზი კაბა იყიდე შენი დაბადების დღისთვისო, წავედი და ეს კაბა ვიყიდე, რომელიც ძალიან მომწონს. აღმოვჩნდით საოცარ ადგილას, გავგიჟდი, ისე მომეწონა. ცოტა ხანში აღმოვჩნდი გემზე. მიხაროდა, მაგრამ ათ წუთში მივხვდი, რომ ცუდად ვიყავი, თავბრუ მეხვეოდა. აქ ძალით ვიღიმოდი, რომ გიორგისთვის განწყობა არ გამეფუჭებინა. გარეთ გამოვედი, რომ ჰაერი ჩამეყლაპა, ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს.

ქვედა სართულზე ჩავედით, ვითომ ნაკლებად ირყეოდა გემი, მაგრამ არ დაიჯეროთ. გემის მერე დამხვდნენ ჩემი მეგობრები. უკვე კარგად გავხდი. გავედით გარეთ ფოტოების გადასაღებად… გიორგი რაღაცას ცდილობდა, მაგრამ მე არ ვაცდიდი თქმას…”, - ამბობს ლიზა ვიდეოში.



@lizakenia

რა მოხდა რეალურად ? ???????????????? ♬ original sound - Elizabeth frisky


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა