თეგებით ძიება
10. 01. 2023 მსოფლიო

პუტინს სურდა უკრაინის აღება და ჩვენი გაყოფა. ის აშკარად წარუმატებელი აღმოჩნდა - ნატო-მ და ევროკავშირმა თანამშრომლობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი

პრეზიდენტ პუტინს სურდა უკრაინის აღება რამდენიმე დღეში და ჩვენი გაყოფა. ორივე კუთხით ის აშკარად წარუმატებელი აღმოჩნდა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროკომისიისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

ხელმოწერის ცერემონია ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა.

იენს სტოლტენბერგმა ხელმოწერის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ალიანსის ევროკავშირთან თანამშრომლობა ასეთი მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა.

„ჩვენ მოწოდებული ვართ, ნატო-სა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა შემდგომ დონეზე ავიყვანოთ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა