„ახალ წელს ვხვდებით ახალი კოვიდით, მეტსახელად, "კრაკენი" - რას წერს გიორგი ფხაკაძე?
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კოვიდის ახალი ვარიანტი, სახელწოდებით, „კრაკენი“ უკვე საქართველოშია.
„ახალ წელს ვხვდებით ახალი კოვიდით, მეტსახელად, "კრაკენი" (kraken).
SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტი/შტამი XBB1.5 საქართველოშია.
ცნობილია, რომ ეს ვარიანტი/შტამი დღემდე ცნობილ ვარიანტებზე სწრაფად ვრცელდება და მრავლდება (140%-მდე უფრო გადამდებია წინა შტამებთან შედარებით).
ჩინეთში, საიდანაც ეს ახალი ვერიანტი/შტამი გავრცელდა, საავადმყოფოები გადავსებულია პაციენტებით. რეანიმაციაში ადგილები არ აქვთ, ხალხი დერეფნებში წევს. კოვიდსიკვდილიანობა 10,000 ადამიანს აღწევს დღეში.
31 დეკემბრისთვის XBB1.5 ვარიანტი/შტამი დომინანტი გახდა აშშ-ში, სადაც ბივალენტური ვაქცინაც აქვთ და კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებიც.
საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ახალი გამოწვევისთვის მზად არ არის!
ბივალენტური ვაქცინა მათთვის, ვისაც აცრა სურს, არ არსებობს!
რეანიმაციული განყოფილებები მზადყოფნაში არ არის!
კოვიდ-19-ის სამკურნალო ახალი ანტივირუსული პრეპარატების მარაგი არ არის!
ინფექციის ახალ ტალღასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა და მოქმედების ალგორითმი არ არსებობს ქვეყანაში!
რას გვთავაზობს მთავრობა, ისევ "ჩაკეტვებს"/“ლოკდაუნებს”, და ასე დავამარცხებთ ვირუსს?!
სხვის და საკუთარ შეცდომებზე ჯიუტად არ ვსწავლობთ…
მოიმარაგეთ პირბადეები და სიცხის დამწევები და აუცილებლად დაადგინეთ, ვინ არის თქვენი ოჯახის ექიმი!“- წერს ფხაკაძე.
ახალ წელს ვხვდებით ახალი კოვიდით, მეტსახელად, "კრაკენი" (kraken).
✅SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტი/შტამი XBB1.5...Posted by Giorgi Pkhakadze on Tuesday, 10 January 2023