თეგებით ძიება

"თორმეტი წელი ლოგინად ჩავარდნილ ბებიას მარტო უვლიდა... ღამე ფენდა თეთრეულს გოგოებს რომ არ დაენახათ" - ვის შესახებ წერს ეკა ხერხეულიძე?

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილი მამის ისტორიას იხსენებს.

"ვერაზე,თავის უბანში, ვან კლიბერნს ეძახდნენ.იქ ერთი პატარა ეზო იყო,სადაც 12 წელი ლოგინად ჩავარდნილ ბებიას მარტო უვლიდა. მთელი დღე შრომობდა,საღამოს უნივერსიტეტში ლექციებს ესწრებოდა და მის მომლოდინე ბებიასთან გარბოდა.დედა ამბობდა ღამე ფენდა თეთრეულს გოგოებს რომ არ დაგვენახაო ბებია,ეკატერინე ციციშვილი იყო მისი ღმერთი.ოცნება ჰქონდა მისი მოსახელე ქალიშვილი ჰყოლოდა...აუხდა..ამიტომ ვუყვარდი გაგიჟებით.

დღეს მამას გარდაცვალების დღეა", - წერს ეკა ხერხეულიძე.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა