თეგებით ძიება

"ჩემი დილა იწყება ძლიერი ტკივილგამაყუჩებლით... 16 იანვრამდე უნდა მივაღწიო...“ - რა დაემართა გიორგი სუხიტაშვილს?

მომღერალი, გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ზურგის ტკივილი აწუხებს.

"ჩემი დილა (საღამოც) იწყება ძლიერი ტკივილგამაყუჩებლით.
ვისაც მუდმივი ტკივილი აწუხებს ის მიხვდება რას ნიშნავს ცოტა შვებას იგრძნობ.
ხო და 16 იანვრამდე უნდა მივაღწიო როგორმე. იმედი მაქვს უკეთ იქნება ყველაფერი.
ხო ბოლო დღეების მანძილე ბევრი შემოტევა იყო ადამიანებისგან რომლებსაც სხვა ყველა და ყველაფერი სძულს, ყველას საქმე უკეთ იციან.

"თქვენ რა გიჭირთ"
"არაფერი არ გაკლიათ"
"კარგია მდიდრული ცხოვრება"
ამ სტატუსსაც მოჰყვება,
"ნუდადებ და არ გეტყვიან"
"კონცერტზე კარგად ტლინკაობდი"
"თოფს რო ისვრი რატო არ გტკივა"
"ხალხს უარესები ჭირთ და ჩუმად არიან"
"კაცი ხარ რა გაწუწუნებს"
ყველა ადამიანები ვართ ჩვენი უამრაბი სიხარულით და წუხილით, სიამოვნებით და ტკივილით.
მე პირადად აღარც მახსოვს მერამდენე ოპერაციაა სავარაუდოდ მე-4-ე ან მე-5ე.
(ყველას გავიხსენებ მერე)
მიუხედავად უამრავი პრობლემისა არასოდეს ჩამომიყრია ყურები, არც სხვას მივცემ ამისნსაშუალებას, ბავშვობიდან მივეჩვიე ამას, დედაჩემია ჩემთვის ბრძოლის და გაუტეხლობის მაგალითი, ჩემი ზურგის ტკივილი რამოსატა ლნია მის პრობლემებთან მაგრამ უკვე მე-5-ე წელია დედაჩემი ჩემზე ყოჩაღია, ხოტა როდესაც წინ ასეთი მაგალითო გაქვს რა გაგტეხს! ახლაც როდესაც ამ სტატუსს ვწერ მეღიმება მიუხედავად იმისა რომ ნემსი ჯერ გასაკეთებელი მაქვს და ზურგიდან მესმის "ვახ სოფელსა ამას", - წერს მომღერალი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა