თეგებით ძიება

"არავის აქვს ვინმეს რჩენის ვალდებულება! დავიპყროთ კარიერის მწვერვალები, სარფიანად გათხოვების ოცნების ნაცვლად" - რას წერს გურამ შეროზია?

ბლოგერი, გურამ შეროზია სოციალურ ქსელში წერს, რომ არავის აქვს ვინმეს რჩენის ვალდებულება.

"დავიმახსოვროთ მეგობრებო: არავის არავის რჩენის ვალდებულება არ აქვს.
ვისწავლოთ ყველამ, ვიშრომოთ, დავიპყროთ კარიერის მწვერვალები, სარფიანად გათხოვების ოცნების ნაცვლად.
ნუ, ცოლი თუ გადაწყვეტს ბავშვები გაზარდოს და ქმარმა "შემოიტანოს" ოკ, მაგრამ ამავე ლოგიკით პირიქითაც შეიძლება. ჰოდა, გადმოდით ნათელ მხარეზე, 2023 წელი დადგა. პრინცესებად და მარჩენალებად ნუ გაზრდით შვილებს, თანასწორ უფლებიან ადამიანებად გაზარდეთ", - წერს შეროზია.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა