თეგებით ძიება

ჩოხატაურში საახალწლოდ მორთული ნაძვის ხე წაიქცა - სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად, საახალწლოდ მორთული ნაძვის ხე წაიქცა.

როგორც ცნობილია, ძლიერმა ქარმა რამდენიმე სოფელში, გზებზე არსებული ფანჩატურები და დამხმარე ნაგებობები დააზიანა. მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. რაც შეეხება საახალწლო ნაძვის ხეს, დავით შარაშიძის თქმით, უკვე აღდგენილია.

„მთავარ ქუჩებზე ხეები დაზიანდა და მოძრაობა ჩაკეტა. ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან. გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. დამხმარე ნაგებობებზე სახურავები დაზიანდა, რასაც მერია დღესვე აღადგენს. ასევე სოფლების გზაზე ფანჩატურები დააზიანა“,- განაცხადა ჩოხატაურის მერმა, დავით შარაშიძემ.

ფოტოს „გურიანიუსი“ ავრცელებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა