ენმ-ის ოფისზე თავდასხმაში 2 პირი ფიგურირებს - რა ჩანს სათვალთვალო კამერაში?
გორში, ენმ-ის ოფისზე თავდასხმაში 2 პირი ფიგურირებს. როგორც ცნობილია, ოფისის გარეთ დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ ინციდენტის დაფიქსირება შეძლო.
ამასთან, კადრებში იკვეთება ერთ-ერთი თავდამსხმელი ქვის ლოდს როგორ ესვრის პოლიტიკური პარტიის კარს.
ცნობისთვის, თავდასხმა გორში, გარსევანიშვილის ქუჩაზე მდებარე შენობაზე მოხდა. ენმ-ს წევრებს დღეს დილით კარი ჩამსხვრეული დახვდათ.
ამასთან, შს სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.