თეგებით ძიება
11. 01. 2023 მსოფლიო

მნიშვნელოვანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერება - იენს სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განაცხადებით, სოლედარისა და ბახმუტისთვის ბრძოლა აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერება.

„ვნახეთ სასტიკი ბრძოლები ბახმუტისა და სოლედარის გარშემო აღმოსავლეთ უკრაინაში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს უკრაინული ძალების სიმამაცეს, როდესაც ისინი იბრძვიან სამშობლოს დასაცავად. ეს ასევე გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გავაძლიეროთ სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ა

მიტომ მივესალმები ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და გერმანიის ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომ ისინი მალე მიაწვდიან ქვეითთა საბრძოლო მანქანებს და მსუბუქ ტანკებს, და აგრეთვე – ნატო-ს ყველა მოკავშირისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს უპრეცედენტო მხარდაჭერას. ჩვენი მხარდაჭერა რეალურ განსხვავებას ქმნის ადგილზე. ომის ამ საკვანძო მომენტში ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ კიდევ უფრო სწრაფად“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა