თეგებით ძიება
11. 01. 2023 მსოფლიო

რუსეთისა და უკრაინის ომბუდსმენებმა პირველი მოლაპარაკება გამართეს - რაზე შეთანხმდნენ მხარეები?

რუსეთი და უკრაინა 40 სამხედრო ტყვის გაცვლაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადება რუსეთის ომბუდსმენმა, ტატიანა მოსკალკოვამ გააკეთა.

Reuters-ის ცნობით, პირველი მოლაპარაკება ორ მხარეს შორის დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა, რასაც მოგვიანებით მეორე რაუნდიც მოჰყვა.

მოგვიანებით ორივე ქვეყნის ომბუდსმენი პრეზიდენტის სასახლეში მივა, სადაც ერდოღანის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი.

ცნობისთვის, თურქეთში, უკრაინასა და რუსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარებმა დიმიტრი ლუბინეცმა და ტატიანა მოსკალკოვამ შეხვედრა გამართეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა